ბაქოში დაკავებული დარჩენილი სომხების დროული გათავისუფლება კიდევ უფრო განამტკიცებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებულ მშვიდობას: მირზოიანი

3 წუთი კითხვის

სომხეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანში დაკავებული სომხების დროული გათავისუფლება კიდევ ერთი ნაბიჯით განამტკიცებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებულ მშვიდობას. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებთან ბრიფინგის დროს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.

„აზერბაიჯანში დაკავებული პირების, ტყვეების მიმართ პოზიცია უცვლელია. მე მირჩევნია ამ საკითხზე ხმამაღლა და საჯაროდ კი არ ვისაუბრო, არამედ ვიმუშაო. როდესაც შედეგი დგება, საზოგადოება ინფორმირებულია. ჩვენ მივესალმებით ცოტა ხნის წინ 4 ტყვის გათავისუფლებას და დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველა დანარჩენი დაკავებული პირის დროული გათავისუფლება კიდევ ერთი ნაბიჯით განამტკიცებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებულ მშვიდობას. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ასევე ვესაუბრებით აზერბაიჯანს და პირველ რიგში აზერბაიჯანელ კოლეგებს. ამ მომენტში შედეგი არ არის. ეს არის საკითხი, სადაც ან არის შედეგი, ან არა. ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი ჩვენი დღის წესრიგიდან ვერ გაქრება, შედეგი როცა იქნება, გაიგებთ“, - აღნიშნა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აზერბაიჯანმა 14 იანვარს სომხეთს 4 ტყვე დაუბრუნა: გევორგ სუჯიანი, დავით დავთიანი, ვიგენ ეულჯექჯიანი და ვაგიფ ხაჩატრიანი ჰაკარის ხიდზე აზერბაიჯანის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებმა სომხეთის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს გადასცეს.

აზერბაიჯანი აგრძელებს 19 სომეხი ტყვის უკანონო პატიმრობას, მათ შორის მთიანი ყარაბაღის ყოფილი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლების. მათ მიმართ აზერბაიჯანში აღძრული ფალსიფიცირებული სისხლის სამართლის საქმეების საფუძველზე გამართული სასამართლო პროცესების შედეგად, გამოტანილია თავისუფლების აღკვეთის განაჩენები.

კერძოდ, სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ მთიანი ყარაბაღის ყოფილ პრეზიდენტ არაიკ ჰარუთიუნიანს, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ დავით ბაბაიანს, თავდაცვის არმიის ყოფილ სარდალ ლევონ მნაცაკანიანს, თავდაცვის არმიის სარდლის ყოფილ მოადგილე დავით მანუკიანს და ეროვნული ასამბლეის ყოფილ თავმჯდომარე დავით იშხანიანს. 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ მთიანი ყარაბაღის ყოფილ პრეზიდენტებს არკადი ღუკასიანსა და ბაკო სააკიანს, ყოფილ სახელმწიფო მინისტრ რუბენ ვარდანიანს. 19 წლით პატიმრობა მიესაჯათ მადათ ბაბაიანსა და მელიქსეთ ფაშაიანს. დავით ალაჰვერდიანს მიესაჯა 16 წელი, ერიკ ყაზარიანს, გურგენ სტეპანიანსა და ვასილი ბეგლარიანს - 15 წელი, ხოლო გარიკ მარტიროსიანს - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский 中文

ღონისძიება სახელწოდებით „ერთად მოქმედებით - ბავშვებისა და ბუნების დასაცავად“

მჰერ გრიგორიანმა და იოჰანეს ლუხნერმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილეს

დავით თადევოსიანმა და ხალილ შირღოლამიმ სომხეთსა და ირანს შორის ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს

რუბენ რუბინიანმა და ტონე კაიზერმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს გაუსვეს ხაზი

ფაშინიანმა და კაიზერმა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული კომუნიკაციების საკითხები განიხილეს

ფაშინიანმა განაცხადა, თუ რა შემთხვევაში დაასრულებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თავის საქმიანობას

დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტი ანტისახელმწიფოებრივია - ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი

ეროვნული ასამბლეის სხდომა

ფიზიკური დაპირისპირება ეროვნულ ასამბლეაში