ევროკავშირი-სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის სხდომაზე არმენ ყაზარიანმა ვიზალიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული სამუშაოები წარადგინა

2 წუთი კითხვის

19 მარტს გაიმართა ევროკავშირი-სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის მეხუთე სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არმენ ყაზარიანმა.

 „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განიხილეს სომხეთი-ევროკავშირის პარტნიორობის ახალ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის პროცესში დაფიქსირებულ პროგრესზე, მათ შორის მოკლევადიანი ვიზების გაცემის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

არმენ ყაზარიანმა წარადგინა ვიზალიბერალიზაციის პროცესის ძირითადი ეტაპები: დიალოგის დაწყებიდან სამოქმედო გეგმის მიღებამდე და მისი იმპლემენტაციისთვის გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები. კერძოდ, მან მიმოიხილა სომხური მხარისთვის გადაცემული სამოქმედო გეგმის შინაარსი, ხაზი გაუსვა დადგენილ ნიშნულებს და მათ შესასრულებლად მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებს.

მნიშვნელოვნად შეფასდა დოკუმენტების უსაფრთხოების ამაღლების მიზნით საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის ფორმატში მიმდინარე პროექტები, მიგრაციისა და საზღვრების ინტეგრირებული მართვის სტრატეგიების შემუშავება, ასევე თავშესაფრის სისტემის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი.

სამართალდამცავ სფეროში მიმდინარე რეფორმების კონტექსტში, არმენ ყაზარიანმა აღნიშნა, რომ განხორციელებული ცვლილებები მიზნად ისახავს არა მხოლოდ სისტემის რეორგანიზაციას, არამედ პოლიციის საქმიანობაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტური განხორციელებისთვის კოორდინირებული მიდგომა აირჩია - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ არმენ ყაზარიანმა.

ქართული العربية English فارسی Հայերեն Русский Türkçe

ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, ევროკავშირი და რეფერენდუმი: რა განიხილეს ფაშინიანმა და პუტინმა

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რუსეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებითა და გაღრმავებით - ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე

შევთანხმდით, რომ გულწრფელ და კონსტრუქციულ საუბარს მოსკოვში ჩემი მომავალი ვიზიტის დროს გავაგრძელებთ - ფაშინიანი პუტინთან შეხვედრის შესახებ

ბიშკეკში ფაშინიანისა და პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ სომხეთში საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ბალანსირებული და დაბალანსების საგარეო პოლიტიკის მიზანი ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება და გაძლიერებაა - ნიკოლ ფაშინიანი

„სკოლაში იმისთვის მოვედი, რომ...“: პირველკლასელთა გულწრფელი პასუხები

სომხეთში TRIPP-ის პროგრამის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი ამოქმედდა

ბიშკეკში შთო-ს სამიტი დაიწყო

ბიშკეკში ალენ სიმონიანისა და ჰიქმეთ ჰაჯიევის შეხვედრა შედგა