ჩვენ დიდი ხანია მივიღეთ საჭირო ზომები: პრემიერ-მინისტრი ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე გამოწვევებზე რეაგირების შესახებ

3 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა ირანის ირგვლივ და ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულობას და ამ ფონზე სომხეთისთვის შესაძლო რისკებსა და გამოწვევებზე რეაგირების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

„არმენპრესის“ ცნობით, მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა, გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ, თითქოს „რეგიონში ომია, სომხეთის ხელისუფლება კი ღვეზელების ჭამით არის დაკავებული“, განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 1-1,5 წლის წინ, ირანის ირგვლივ და ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების შესაძლებლობის შეფასებისას, სომხეთის უშიშროების საბჭოს კოორდინაციით ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვართ და ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ის, რაც ხდება ირანში და საერთოდ რეგიონში, მაგრამ უნდა დავაფიქსიროთ, რომ, სამწუხაროდ, ეს ვითარება ახალი არ არის. ანუ, მათ, ვინც საერთოდ ადევნებს თვალს საერთაშორისო საინფორმაციო ნაკადს, მინიმუმ უნდა ჰქონოდათ შიში, რომ ასეთი მდგომარეობა დადგებოდა. მე უკვე ვთქვი, რომ ამ ვითარებასთან დაკავშირებით გვაქვს სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს. არავის უკითხავს - უშიშროების საბჭოს კოორდინაციით მოქმედი ეს სამუშაო ჯგუფი როდის ჩამოყალიბდა? ეს სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა დაახლოებით 1-1,5 წლის წინ. და ეს სამუშაო ჯგუფი ხან ყოველდღიურ, ხან ყოველსაათობრივ, ხან ყოველთვიურ რეჟიმში მუშაობდა. წარმოგიდგენიათ - 1 ან, შესაძლოა, 1,5 წლის წინ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მე რომ ვამბობ, ამიტომ ვჭამ ღვეზელს-მეთქი, არ ვხუმრობ, რადგან ის ზომები, რომელთა მიღებაც საჭირო იყო ამ ვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენ დიდი ხანია მივიღეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა შეახსენა, რომ ირანის ირგვლივ სამხედრო მოვლენები 6 თვის წინაც იყო, ამის შემდეგ კი აშკარა არ იყო, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა. „ანუ, ჩვენი ინსტიტუტები მუდმივად მუშაობენ ამ პრობლემაზე და ძალიან კარგია, რომ პრემიერ-მინისტრს არა იმ დღეს დილით უწევს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, არამედ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც გამომდინარეობს მოცემული ვითარებიდან, ინსტიტუციურ დონეზე 1-1,5 წლის წინ იქნა მიღებული.

ამას ვამბობ იმისთვის, რომ არ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს სომხეთის მთავრობა უზრუნველადაა. არა, როცა დანარჩენები იყვნენ უზრუნველად, სომხეთის მთავრობა თავის მოქმედებებს აორგანიზებდა და გადაწყვეტილებებს იღებდა“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ქართული English Français Հայերեն Русский

ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტმა სომხეთისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა

ვაჰაგნ ხაჩატურიანმა და ტომიო ოკამურამ ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი

საქართველოში სომხეთის კულტურის დღეები გაიმართება

თურქმენეთის პრეზიდენტმა მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოწვევა სომხეთში ვიზიტის შესახებ

ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

სომხეთს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების განზრახვა არ აქვს და არც ჰქონია - ფაშინიანის გამოხმაურება ზახაროვას განცხადებაზე

შედგა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და კვიპროსის პრეზიდენტის ტელეფონით საუბარი

ფაშინიანმა განაცხადა: პუტინთან მიაღწიეს ურთიერთგაგებას, რომ სომხური რკინიგზის კონცესიური მართვის საკითხი რაიმე ფორმით უნდა გადაწყდეს

თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით - ფაშინიანი

თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით - ფაშინიანი