ფაშინიანმა ქართველ კოლეგებს აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესი, თურქეთსა და რუსეთთან ურთიერთობები გააცნო
1 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგებს დეტალურად გააცნო სომხეთის დღის წესრიგი რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის გაკეთებული განცხადებების დროს აღნიშნა.
„ჩვენს კოლეგებს დეტალურად მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება სომხეთის რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, რა ეტაპზეა TRIPP-ის საინვესტიციო პროექტი, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი და სომხეთ-თურქეთის ურთიერთობები. ასევე მივაწოდე გარკვეული ინფორმაცია სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების შესახებ. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ორმხრივი ინტერესი სომხეთი-ევროკავშირისა და ზოგადად, ჩვენი რეგიონისა და ევროკავშირის ურთიერთობების მიმართ. კიდევ ერთხელ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამ თემაზეც გვქონდა გარკვეული დისკუსიები. ვიმედოვნებ,