სომხეთმა და ინდოეთმა განიხილეს სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები
1 წუთი კითხვის

სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კარენ ბრუტიანმა თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მყოფი ინდოეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსი, გენერალი ანილ ჩაჰანი მიიღო.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ განცხადება სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში სომხეთ–ინდოეთს შორის თანამშრომლობის მიმდინარეობა, ასევე სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.