აზერბაიჯანმა სომხეთს ოთხი ტყვე დაუბრუნა

2 წუთი კითხვის

აზერბაიჯანმა სომხეთს ოთხი ტყვე დაუბრუნა․

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

„გევორგ სუჯიანი, დავით დავთიანი, ვიგენ ეულჯექჯიანი და ვაგიფ ხაჩატრიანი ცოტა ხნის წინ ჰაქარის ხიდზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლების მიერ გადაეცნენ სომხეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს და ამჟამად სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - დაწერა პრემიერ-მინისტრმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა.

„2026 წლის 14 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ სომხეთის რესპუბლიკას გადასცა დავით დავთიანი, გევორგ სუჯიანი, ვიგენ ეულჯექჯიანი და ვაგიფ ხაჩატრიანი. პროცესი განხორციელდა სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დამყარებული მშვიდობის პრაქტიკული შედეგის სახით“, - ნათქვამია განცხადებაში.

გევორგ სუჯიანი, დავით დავთიანი და ვაგიფ ხაჩატრიანი აზერბაიჯანში ყალბი ბრალდებებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთას იყვნენ მისჯილნი, ხოლო ვიგენ ეულჯექჯიანი აზერბაიჯანის სასამართლოს მიერ ყალბი ბრალდებებით 20 წლით თავისუფლების აღკვეთას იყო მისჯილი. მანამდე აზერბაიჯანი ადასტურებდა, რომ მის ხელში 23 სომეხი ტყვე იმყოფებოდა.

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe

გარდაიცვალა ექსპერტი რიჩარდ გირაგოსიანი

ნიკოლ ფაშინიანმა ჰესენის მშვიდობის პრიზის მინიჭება დიდ პატივად შეაფასა

სომხეთისა და თურქეთის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა მაუწყებლობის სფეროში არსებული ტენდენციები და თანამედროვე გამოწვევები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰესენის მშვიდობის პრიზი მიენიჭა

სომხეთი დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შეხვედრის ეპიცენტრია։ სომხეთში საფრანგეთის ახალი ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ

სურენ პაპიკიანმა და სამხედრო-სამრეწველო მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებმა პეკინში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

რუბენ რუბინიანმა და პეტრ პირუნჩიკმა სომხეთ-ჩეხეთის ურთიერთობები განიხილეს

TRIPP-ისგან სარგებელს რეგიონის ყველა ქვეყანა მიიღებს - ფაშინიანი

სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ინვენტარიზაციის პროცესი გრძელდება - ფაშინიანი

ჩვენ არასდროს დაგვიყენებია განხილვის თემაზე სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის საკითხი - ფაშინიანი