სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის პროგრამები და პერსპექტივები განიხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ხელმძღვანელი შემადგენლობის წარმომადგენლები და იმავე დაწესებულების „თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიული უწყებათაშორისი უფროსი კურსის“ მსმენელები.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტუმრებს წარედგინათ სომხეთის უსაფრთხოების გარემო და შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის ძირითადი მიმართულებები, რის შემდეგაც განხილვები კითხვა–პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი ინსტიტუციების განვითარების სკოლის მსმენელები ასევე ეწვივნენ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ეროვნული კვლევების უნივერსიტეტს, სადაც განიხილეს ორი დაწესებულების თანამშრომლობის პროგრამები და სამომავლო პერსპექტივები.