სომხეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით იქნება თურქმენეთში
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი 11-13 დეკემბერს თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით სამუშაო ვიზიტით იმყოფება თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, სადაც მონაწილეობას მიიღებს თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტის აპარატიდან იტყობინებიან, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის შეხვედრები თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან და უცხოელ პარტნიორებთან.