სომხეთის შემოქმედებითი ბიზნეს გარემო Forbes Germany-ის ყურადღების ცენტრში
9 წუთი კითხვის

სომხეთი პირველად იმკვიდრებს მყარ ადგილს მსოფლიო ლუქს-რუკაზე და გლობალური მედიის ყურადღებას იპყრობს. ის, რაც წლების განმავლობაში წარმოუდგენელი ჩანდა, დღეს რეალობად იქცა Pogossian Luxury Brand House-ის (შპს „სპს სიგარონი“) წყალობით. პირველად ჩვენი ქვეყანა აღიარებულია არა მხოლოდ კულტურითა და ისტორიით, არამედ სომხეთში შექმნილი ლუქს-კლასის პროდუქციით, რომელიც საერთაშორისო ბაზრების, სამეფო ოჯახებისა და მსოფლიოს გავლენიანი ჟურნალების ყურადღებით სარგებლობს.
„სპს სიგარონი“ დიდი ხანია გასცდა რეგიონულ ფარგლებს, თანმიმდევრულად აფართოებს ბაზრებს, ზრდის ექსპორტის მოცულობას და ამტკიცებს პოზიციებს საერთაშორისო დონეზე. კომპანიის ბრენდების მიმართ მზარდი ინტერესი აისახება საერთაშორისო პრესაშიც, სადაც იგი პოზიციონირებს, როგორც კონკურენტუნარიანი და სანდო გლობალური მოთამაშე ლუქს-სექტორში.
ნოემბერში კომპანიის შესახებ გერმანულენოვანი Forbes-ი წერდა, რომელიც გერმანიასა და შვეიცარიაში გამოიცემა. სტატიაში ჟურნალისტი მიმოიხილავს Pogossian Luxury Brand House-ის ბრენდებს, მათ შორის: Cigaronne-ს, როიალ-ბრენდი Jardins d'Arménie-ს, არყის ბრენდს Godfather-სა და ციფრულ გასტრო-პლატფორმა LiveChef-ს. პრესტიჟულ ჟურნალში „სპს სიგარონი“ წარმოდგენილია, როგორც სომხური ლუქს-წარმოების, ინოვაციისა და უმაღლესი პროფესიონალიზმის სიმბოლო. ავტორი ასევე ხაზს უსვამს ბრენდის ხედვასა და ღირებულებათა სისტემას.
Forbes Germany-ის სტატიის სათაურიც მეტყველია: „სიგარონი: სომხეთის ლუქს-სექტორისა და ინოვაციების პიონერი“.

სრული სტატია ხელმისაწვდომია forbes.at-ზე, ქვემოთ კი გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ციტატებსა და აქცენტებს:
„სომხეთი, რომელიც მსოფლიოსთვის ყოველთვის ცნობილი იყო თავისი უძველესი ეკლესიებით, თვალწარმტაცი მთიანი ბუნებითა და ძლიერი დიასპორით, დღეს უკვე სულ უფრო მეტად გამოირჩევა შემოქმედებითობით, მეწარმეობითა და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებით“.
ჟურნალის შეფასებით, მარკირებით „დამზადებულია სომხეთში“, ქვეყანა ახლებურად წარდგება მსოფლიოს წინაშე. ქვეყნის ყველაზე წარმატებული ბიზნესები გამოირჩევიან თვითმყოფადობით, უნიკალური დიზაინითა და გლობალურ ბაზრებზე მიმზიდველობით. „სპს სიგარონი“ ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელიც თავისი ბრენდებით ქვეყნის ტრანსფორმირებული იდენტობის ჩამოყალიბებას უდგას სათავეში.
„„სპს სიგარონმა“ საქმიანობა 1999 წელს დაიწყო და თავისი მომავლის ხედვის წყალობით იქცა ცხოვრების სტილის (lifestyle) ჩამომყალიბებელ გლობალურ ბრენდად. ის არის სომხური ლუქს-წარმოების სიმბოლო, რომელშიც გაერთიანებულია დაპატენტებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, ორიგინალური დიზაინი და ოსტატობა“.
ამ კონტექსტში Forbes Germany-ში „სპს სიგარონი“ წარმოდგენილია, როგორც სომხური კომპანია, რომელიც გლობალურ ბაზრებზე საკუთარი წესებით კონკურენციას უწევს სხვებს. ამასთან, კომპანიის მისიაა შექმნა და არსებობა და არა მხოლოდ კონკურენცია.
კომპანია ნებისმიერ სფეროში შესვლისას ქმნის საკუთარ სტანდარტებს, ნერგავს წარმოების ახალ კულტურას და მაღლა წევს მომხმარებლის მოლოდინების დონეს. ბრენდი „სიგარონი“ დღეს წარმოდგენილია აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის 40-ზე მეტ ქვეყანაში.

სტატია ასევე მოიცავს ინტერვიუს „სპს სიგარონის“ თანამესაკუთრე არმენ პოღოსიანთან: „ყოველთვის უკეთესია ისწრაფოდე ბაზარზე ლიდერობისკენ, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი რაიმე ღირებულის შექმნა. დაპატენტებული ტექნოლოგიებისა და სრულყოფილი დიზაინის წყალობით, „სპს სიგარონი“ იმ ახალი თაობის კომპანიებს მიეკუთვნება, რომლებიც აყალიბებენ სომხეთის საერთაშორისო აღქმას - აჩვენებენ, თუ როგორი ქვეყანაა სომხეთი და საით მიემართება იგი“.
Jardins d'Arménie
„Jardins d'Arménie-ს 35-წლიანი როიალ-ბრენდის საფუძველი სომხეთის მეღვინეობის მემკვიდრეობაა, თუმცა ის სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს. კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა დააგემოვნონ იგი სპეციალური დაპატენტებული ჭიქებით, რათა შეძენამდე გაეცნონ გემოს და ამით იხელმძღვანელონ არჩევანის გაკეთებისას.

Jardins d'Arménie-ს ბრენდი მზადდება „ვოსკეჰატის“ ჯიშის ყურძნისგან მიღებული ათი სხვადასხვა სპირტის ნაზავით. ბრენდი ძველდება თანმიმდევრულად მუხის, შემდეგ გარგრის და ბოლოს კვლავ მუხის ხის კასრებში“.
Godfather
„არყის Godfather-ის წარმოებაში გამოიყენება გამოხდის სპეციალური ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც მცირდება მძიმე ლითონებისა და ტოქსინების შემცველობა - იმ ნაერთებისა, რომლებიც ხშირად ხდება ნაბახუსევის მიზეზი. მის სრულყოფილებამდე მისაყვანად კომპანიამ ათობით ექსპერიმენტი ჩაატარა“, -აღნიშნულია სტატიაში.
არმენ პოღოსიანი Forbes Germany-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნავს: „ჩვენი პროდუქციის ფილოსოფია ლუქსის გადააზრებაა. ორივე ეს პროდუქტი ასახავს ჩვენს იდენტობას - გამოწვევას უცხადებს მიღებულ სტანდარტებს და წარმოადგენს სრულყოფილებას“.
LiveChef
„LiveChef-ს უმაღლესი დონის სამზარეულო მომხმარებლის სახლში გადააქვს და საშუალებას იძლევა სამზარეულოში დამონტაჟებული კამერების მეშვეობით ონლაინ რეჟიმში ადევნოთ თვალი კერძის მომზადების პროცესს.

მომსახურება სთავაზობს მაღალი კლასის რესტორნის გამოცდილებას სახლში: მაგიდის სრულ სერვირებას, შეფ-მზარეულის ადგილზე მუშაობას, მირთმევასა და დასუფთავებას. ღია, გამჭვირვალე პროცესისა და ციფრული ხელმისაწვდომობის გაერთიანებით, LiveChef-ი ცვლის კვების მიწოდების იმ მოდელს, რომელიც წლების განმავლობაში არაინდივიდუალიზებულ მიდგომაზე იყო დაფუძნებული“, -ნათქვამია Forbes Germany-ის მიმოხილვაში.
„თუმცა ჩვენ მცირე ქვეყნების რიგს მივეკუთვნებით და გვაქვს შეზღუდული ბუნებრივი რესურსები, სომხები ცნობილნი არიან თავიანთი პროფესიონალიზმითა და შემოქმედებითობით. ლუქსის სფეროში ჩვენ გამოვირჩევით არა მოცულობით, არამედ თვითმყოფადობითა და ხარისხით. ჩვენ წარმატებას ვაღწევთ, რადგან გვსურს ვიყოთ განსხვავებულები და ვისახავთ დიდ მიზნებს. იმედი მაქვს, უფრო მეტი სომხური ბრენდი მიაღწევს გლობალურ აღიარებას და დაეხმარება სომხეთს პოზიციონირებაში, როგორც ლუქს-სექტორში ჩამოყალიბებულ გავლენიან ძალას“, - აღნიშნა არმენ პოღოსიანმა Forbes Germany-სთან ინტერვიუში.
ამრიგად, Pogossian Luxury Brand House-მა გააერთიანა არა მხოლოდ ტრადიცია და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, არამედ მსოფლიო დონეზე ლუქს-კლასის თავისი გამორჩეული ბრენდებით ახალი აზრი და შინაარსი შესძინა სომხურ მაღალხარისხიან წარმოებას. „სპს სიგარონი“ სთავაზობს ხარისხს, ორიგინალურობასა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გლობალური ლუქსის სტანდარტებს შეესაბამება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიების - „სპს სიგარონისა“ და Newline Brands Global-ის სათავეებთან სიმონ პოღოსიანი დგას. 30 წელზე მეტია, პოღოსიანების ოჯახი ლუქს-კლასის პროდუქციის წარმოებას ემსახურება. დღეს კომპანიის მართვა სიმონ პოღოსიანის ვაჟმა, არმენ პოღოსიანმა გადაიბარა, რომელიც გლობალური ბიზნეს-ლიდერების ახალ თაობას წარმოადგენს. წარმოების მამოძრავებელი ძალა გახდა გამორჩეული პროფესიონალიზმი, ინოვაცია და სწრაფვა სრულყოფილებისკენ. კომპანიის შემადგენლობაში შემავალი ბრენდებია: Cigaronne, Jardins d'Arménie-ს 35-წლიანი როიალ-ბრენდი, Godfather-ის არაყი და LiveChef-ის ციფრული გასტრო-პლატფორმა. ამჟამად კომპანია წარმოდგენილია Pogossian Luxury Brand House-ის ქოლგა-ბრენდის ქვეშ.