TRIPP პროექტის განხორციელება დაგეგმილ ვადაში მოხდება։ ფაშინიანი
1 წუთი კითხვის

TRIPP (ტრამპის მარშრუტი) პროექტის სტრატეგიული ჩარჩოს დაზუსტების მიმართულებით აქტიური მუშაობა გრძელდება.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის შენობაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვმუშაობთ დოკუმენტებზე და შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ინტუიცია მკარნახობს - კარგ ტემპში ვმოძრაობთ. ჩვენ მიერ დასახელებულ ვადაში უკვე გვექნება TRIPP პროექტის განხორციელება. საწყის ეტაპზე - კონცეფტუალური და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და მიღება, შემდეგი ეტაპი იქნება ხელშეკრულება, რასაც მოჰყვება პრაქტიკული სამუშაოები ადგილზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.