მირზოიანმა დეტალები წარმოადგინა TRIPP-ის განხორციელების პროცესის შესახებ

2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკამ და აშშ-მ ერთობლივი სამუშაოები განახორციელეს და აგრძელებენ TRIPP პროექტის (ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” განხორციელების მიმართულებით.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

„რკინიგზის ის მონაკვეთი, რომელიც გავლას დაიწყებს სომხეთის სამხრეთით, ერქმევა TRIPP-ს, მას აქვს თავისი გარკვეული სახელწოდება და პრინციპები. ეს პრინციპებია ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების შეუვალობა, სუვერენიტეტი, ქვეყნების კომპეტენცია ამ ინფრასტრუქტურების მიმართ და, რა თქმა უნდა, ურთიერთხელი. როდესაც გვექნება საბოლოო სრული კონცეფცია, ვაშუქებთ მათ. დეტალები ჯერ კიდევ უნდა დაზუსტდეს სომხეთსა და აშშ-ს შორის“, - განაცხადა მირზოიანმა.

არარატ მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე TRIPP-ის თაობაზე შეთანხმებულია ის, რაც საჯაროდ არის ცნობილი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის ერთ-ერთი პუნქტით სომხეთის რესპუბლიკა იმუშავებს აშშ-სთან და შეთანხმებული მესამე მხარეებთან „ტრამის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და განვითარებისათვის“ (TRIPP) პროექტის სომხეთის ტერიტორიაზე განხორციელების ფარგლების განსაზღვრის მიზნით.

ქართული العربية English Español Հայերեն Русский Türkçe 中文

მოჭიდავე კარენ ასლანიანმა აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

დავით ხუდათიანმა და ფლორიან ესკუდიემ რიგ სფეროებში სომხეთ-საფრანგეთის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს

არარატ მირზოიანმა ჰიქმეთ ჰაჯიევის განცხადება მშვიდობისთვის არახელშემწყობად შეაფასა

ეროვნული ასამბლეის სხდომა: განცხადებების საათი

სომხეთში საუდის არაბეთის პრინცი აბდულაზიზ ბინ თალალ ალ საუდი ჩავიდა

საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა სასაზღვრო მართვის გაუმჯობესებისა და აშშ-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთს გარემოსდაცვით სფეროში თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში -ფაშინიანი და როსვალი შეხვდნენ

ეროვნულ ასამბლეაში განიხილება TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების პროექტი

ყველას გვესმის, რომ აქ პოლიტიკური მოტივია - მირზოიანი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ანგარიშის შესახებ