სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების ბარიერები არ არსებობს։ ხანდანიანი
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არ არსებობს ურთიერთობის ნორმალიზების ბარიერები. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ პარლამენტის ბრიეფინგზე განაცხადა სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივი კომისიის თავმჯდომარემ სარგის ხანდანიანმა.
„არ არსებობს პრობლემა, რომელიც ხელს შეუშლის ურთიერთობების სრულად ნორმალიზებას, და ამ მხრივ ჩვენ ველით თურქეთის პრაქტიკულ ნაბიჯებს“, – აღნიშნა ხანდანიანმა.
დეპუტატი ასევე შეეხო თურქეთის ავიახაზების განცხადებას, რომლის მიხედვითაც ისინი აპირებენ ფრენების შესრულებას ერევანშიც.
„თურქეთის ავიახაზების სომხეთის ბაზარზე შესვლა ყოველთვის განიხილებოდა, მაგრამ ყოველთვის პოლიტიკური მიზეზების გამო ავიაკომპანია სომხეთში არ შემოსულა. არ ვიცი როდის მოხდება ეს, რადგან არსებობს ტექნიკური და იურიდიული საკითხები, ლიცენზირების საკითხები, მაგრამ ეს არის ის, რაც უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა სარგის ხანდანიანმა.
საგარეო ურთიერთობათა მუდმივი კომისიის თავმჯდომარემ ასევე დაამატა, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ნდობის განმტკიცების მიზნით განხორციელდება სხვა ღონისძიებებიც.