საფრანგეთის პრეზიდენტი ელოდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის შეთანხმების სწრაფ ხელმოწერას
1 წუთი კითხვის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ელოდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის შეთანხმების სწრაფ ხელმოწერას. როგორც „არმენპრესი“ აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ მაკრონმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს დილით შევხვდი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, ხოლო დღის განმავლობაში - პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. იმედი გვაქვს, რომ წინასწარ ხელმოწერას მოჰყვება სრულფასოვანი მშვიდობის ხელშეკრულების ხელმოწერა, რეგიონში ურთიერთობების სრულფასოვანი დარეგულირებისთვის აუცილებელი ყველა ნაბიჯით“,, – განაცხადა მაკრონმა.