ირანი

„არმენპრესმა“ ირანული IRNA სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა: მხარეები პარტნიორობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

6 წუთი კითხვის

„არმენპრესმა“ ირანული IRNA სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა: მხარეები პარტნიორობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

„არმენპრესის“ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს დირექტორმა ნარინე ნაზარიანმა ირანული IRNA სააგენტოს გენერალური დირექტორი სადეღ ჰოსეინ ჯაბერი ანსარი მიიღო. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მზადყოფნა პარტნიორობის გაღრმავებისათვის, პარალელურად კი დასახეს შემდგომი თანამშრომლობის განვითარების გზებიც.

სადეღ ჰოსეინ ჯაბერი ანსარის დელეგაციის შემადგენლობაში იყო IRNA-ს საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებელი ზამან რეზახანი. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები სომხეთში, „არმენპრესის“ დირექტორის მოადგილეები ვაჰრამ ეღიაზარიანი და არაქს კასიანი, მთავარი რედაქტორი შანტ ხლღათიანი.

სტუმრებმა პირველად „არმენპრესის“ შენობაში ექსკურსია ჩაატარეს, გაეცნენ ფოტოარქივს, პრეს-დარბაზის და პოდკასტის სტუდიის შესაძლებლობებს.

შეხვედრის დასაწყისში „არმენპრესის“ დირექტორმა ნარინე ნაზარიანმა, სტუმრების მიღებისას, აღნიშნა, რომ მის მიერ ხელმძღვანელებული სააგენტო წელს დაარსების 107-ე იუბილეს აღნიშნავს, რომელსაც აქვს მდიდარი გამოცდილება და მემკვიდრეობა.

„ჩვენ ბედნიერები ვართ ვიყოთ ამ მემკვიდრეობის მატარებლები და გამგრძელებლები, და ჩვენს საქმიანობაში ვხელმძღვანელობთ ახალი ღირებულებების შექმნის ვალდებულებით. ამ ღირებულებებს შორისაა მეგობრობისა და პარტნიორობის არსებული ხიდების გამყარება და ახლის აშენება. IRNA-სთან თანამშრომლობას აქვს მყარი საფუძველი და თბილი ისტორია. 2017 წელს ჩვენი სააგენტოებს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი იძლევა დოკუმენტურ საფუძველს თანამშრომლობისთვის, მაგრამ რეალურად მჭიდრო ურთიერთობას ქმნის უშუალო კონტაქტი, რომლის შესაძლებლობაც გვქონდა ბატონ ზამან რეზახანისთან 2024 წელს, ხოლო ახლა პატივად ვთვლით ბატონი სადეღ ჰოსეინ ჯაბერი ანსარის მიღებასაც ჩვენს კედლებში“, – აღნიშნა ნაზარიანმა.

მისი შეფასებით, ირანელი კოლეგების ვიზიტის ორგანიზებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობების განხილვას, სომხეთის და მისი კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას, ოფიციალურ შეხვედრებში ქვეყნის მიმდინარე პროცესებისა და პოზიციების შესახებ ინფორმაციის პირველი წყაროდან მიღების შესაძლებლობას.

„ამ ქარიშხლიან დროს, ჩვენ, როგორც საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელოვან მისიას მორგებული სტრუქტურები, მკვეთრად ვაცნობიერებთ ჩვენს როლს, ვიყოთ მიუკერძოებლები, უზრუნველვყოთ მრავალმხრივი საინფორმაციო ნაკადი, დავძლიოთ გამოწვევები, უწყვეტი განათლებით ჩვენი ჟურნალისტური გუნდისა, ახალი ინსტრუმენტების ათვისებით“, – აღნიშნა ნაზარიანმა.

მისი თქმით, ტრადიციული მედიის მიმართ ნდობის შემცირება, დეზინფორმაცია და ფეიქ-ნიუსები, საინფორმაციო გადატვირთვები და მოსაზრებების პოლარიზაცია პრობლემებია, რომლებსაც აწყდებიან მდიდარი მემკვიდრეობის მქონე მედია ორგანიზაციები. „აქაა საჭირო ძალისხმევის გაერთიანება, რაც უფრო გაგვამტკიცებს, მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენს ხალხებს შორის საუკუნოვანი მეგობრობა კიდევ უფრო მყარ საფუძველზე დავაყენოთ“, – თქვა ნაზარიანმა.

ნარინე ნაზარიანმა ასევე აღნიშნა, რომ „არმენპრესი“ საინფორმაციო მასალას ათ ენაზე ამზადებს: მასალები მზადდება სომხურ ენაზე, შემდეგ ითარგმნება ინგლისურ, რუსულ, სპარსულ, არაბულ, ფრანგულ, ესპანურ, თურქულ, ქართულ და ჩინურ ენებზე.

„ჩვენი მრავალენოვანი რეპორტაჟი ასახავს ჩვენს ერთგულებას, მსოფლიოსთან კომუნიკაციისკენ მსოფლიო ენებზე, რათა სომხეთის ხმა მსოფლიოსთვის გასაგონად მივიტანოთ. სისტემატურად ვაფართოებთ საერთაშორისო პარტნიორთა წრეს. 40-ზე მეტ მედიასააგენტოსა და სტრუქტურასთან სხვადასხვა რეგიონიდან გვაქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება. ისინი ითვალისწინებს ყოველდღიურ საინფორმაციო და ფოტო მასალების გაცვლას, ერთობლივ პროგრამებსა და მხარდაჭერას“, – აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს დირექტორმა სადეღ ჰოსეინ ჯაბერი ანსარიმ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ირანსა და სომხეთს შორის ისტორია, ცივილიზაცია, კულტურა და ხალხთა კავშირი საფუძვლად დაედო ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

„მგონია, რომ საინფორმაციო სფეროში ამ მჭიდრო კავშირებს ვრჩებით ვალში. ვთავაზობ, რომ ურთიერთდახმარებით ეს ხარვეზი რაც შეიძლება მალე ავავსოთ. ჩვენც გვაქვს, თქვენი სააგენტოს მსგავსად, საუკუნოვანი გამოცდილება და ისტორია, რომლის განმავლობაშიც შევინარჩუნეთ საუკეთესო ტრადიციები და შესაძლებლობები. მთავარია, ეს კარგი ტრადიციები, კავშირები, ისტორია და უკვე ხელმოწერილი დოკუმენტები შევძლოთ რეალურად განვახორციელოთ“, – აღნიშნა ანსარიმ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა სააგენტოებს შორის ურთიერთვიზიტების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ მსგავსი ვიზიტები მხოლოდ აძლიერებს თანამშრომლობას და ერთობლივი მუშაობის ეფექტიანობას.

„მთავარია, რომ ჩვენს შორის ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი და თანამშრომლობის გაფართოების მემორანდუმები განხორციელდეს და არ დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე“, – დაასრულა მან.

შეხვედრისას მხარეებმა გააკეთეს ურთიერთპარტნიორობის გაღრმავების მიზნით საინტერესო წინადადებები და ხაზი გაუსვეს მიზნის მისაღწევად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

 

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT