სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველმა განიხილეს რეგიონული და ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტის კონტინენტური ევროპის და თურქეთის საკითხებში მრჩეველს ბერტრან ბუშვალტერს. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
მოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, კმაყოფილებით აღნიშნეს უმაღლეს დონეზე მიმდინარე აქტიური და უწყვეტი პოლიტიკური დიალოგი, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებებით ეფექტიანი და მზარდი თანამშრომლობა.
ვაჰან კოსტანიანმა და ბერტრან ბუშვალტერმა ასევე განიხილეს რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგში საერთო ინტერესის საკითხები.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თავის თანამოსაუბრეს გააცნო 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებები და მაღალი შეფასება მისცა საფრანგეთის ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიმართულებით.