მშვიდობის დღის წესრიგის ავტორი სომხეთის ხალხია։ ნიკოლ ფაშინიანი
2 წუთი კითხვის

მშვიდობის დღის წესრიგის ავტორი სომხეთის ხალხია․ „არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „საერთო უსაფრთხოება და მდგრადობა – 2025“ საერთაშორისო ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში განაცხადა, რომ მშვიდობის დღის წესრიგის ავტორი სომხეთის ხალხია. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ის არ საუბრობს მშვიდობის სოციალიზაციაზე.
„ვფიქრობ, სომხეთის ხალხია მშვიდობის კონცეფციის ავტორი. ჩვენი ხალხია მშვიდობის დღის წესრიგის ავტორი“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, ამის მტკიცებულებაა ის ფაქტი, რომ თავად არის სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ თუ „პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტაში“ ჩატარდებოდა გამოკითხვა, ბევრი მის პრემიერობას წინააღმდეგობას გაუწევდა.
„ამასთან დაკავშირებით ყოფილა მცდელობები, მოწოდებები, შეკრებები და ა.შ. მაშ, რისი ხარჯზეა სომხეთის ხელისუფლების სტაბილურობა? ბევრ ფულს ვხარჯავთ? ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს ვიყენებთ? – არა, აბსოლუტურად არა. ეს ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მომდევნო გარდამტეხი წერტილია. იმიტომ, რომ ჩვენი ხალხის ისტორიაში ფორმულა ასეთი იყო։ ელიტები ქმნიდნენ დისკურსს და ახვევდნენ მას ხალხს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ახლა ვითარება სრულიად განსხვავებულია: პოლიტიკური ელიტა, მმართველი უმრავლესობა, პოლიტიკურს ხდის იმ შინაარსს, რომელიც ხალხისგან მოდის. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ ხანგრძლივი საუკუნეების განმავლობაში ხალხს ყოველთვის ჰქონდა საკუთარი წარმოდგენილი შინაარსი.
„სირთულე იმაშია, რომ ხალხს არ აქვს ერთი ხელი, რომ დაწეროს, ფორმულირება მისცეს და გამოაქვეყნოს“, – თქვა ფაშინიანმა.
მან აღნიშნა, რომ 2021 წლის არჩევნების შემდეგ განხორციელებული პოლიტიკა სრულად ჩამოყალიბდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხალხთან პირისპირ საუბრის პროცესში.