ამ ეტაპზე არ განიხილება სომხეთიდან რუსეთის სამხედრო ბაზის გამოყვანის საკითხი: ალენ სიმონიანი
1 წუთი კითხვის

სომხეთიდან რუსეთის სამხედრო ბაზის გამოყვანის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგისას განაცხადა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა.
„სამხედრო ბაზის გამოყვანის საკითხი ამ ეტაპზე ჩვენთან არ განიხილება. მსგავსი საუბრები ჩვენ არ გვქონია და ამასთან დაკავშირებით რაიმე ახალს ვერ გეტყვით“, – განაცხადა სიმონიანმა.