მირზოიანმა და კალასმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების განმუხტვის შესაძლებლობების შესახებ აზრები გაცვალეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა, 7 აპრილს სატელეფონო საუბარი გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის თანმიმდევრული იმპლემენტაციისკენ მიმართული სამუშაოები. საუბარი შეეხო მომავალი მაღალი დონის ვიზიტებისა და ღონისძიებების დღის წესრიგს, აგრეთვე იმ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხელშესახები შედეგების უწყვეტ უზრუნველყოფას.
არარატ მირზოიანმა და კაია კალასმა აზრები გაცვალეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსა და არსებული ვითარების განმუხტვის შესაძლებლობებზე.