სომხეთი და პაკისტანი განიხილავენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საკითხს
1 წუთი კითხვის

სომხეთმა და პაკისტანმა შეთანხმდნენ ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საკითხის განხილვაზე.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ X-ის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა იშაქ დარმა, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბრის დეტალების გაზიარებისას.
„მე და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გავმართეთ და შევთანხმდით, რომ განვიხილავთ პაკისტანსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საკითხს“, – დაწერა მან.
Foreign Minister of the Republic of Armenia, H.E. Ararat Mirzoyan @AraratMirzoyan and I held a cordial conversation on phone today, and agreed to consider establishing diplomatic relations between Pakistan and Armenia.
— Ishaq Dar (@MIshaqDar50) August 29, 2025