სომხეთის პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა

2 წუთი კითხვის

სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აბუ დაბიში შეხვდა საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა․

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა ურთიერთნდობის მაღალ დონეზე და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, საინვესტიციო და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების ფართო შესაძლებლობებზე․

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა სომხეთსა და საამიროებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისა და შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელობა, ასევე აღნიშნა, რომ ორმხრივ თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს როგორც ეკონომიკურ, ისე საინვესტიციო და ჰუმანიტარულ მიმართულებებში.

საამიროების პრეზიდენტმა გულთბილად მიესალმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და აღნიშნა, რომ საამიროები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორულ ურთიერთობებს სომხეთთან და მზად არიან ერთობლივი ნაბიჯები გადადგან ურთიერთსასარგებლო ინიციატივების განხორციელებისკენ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული მნიშვნელობისა და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებიც.

ქართული العربية English Français Հայերեն Русский Türkçe 中文

განმარტება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის გაქცევისა და დაკავების ფაქტზე - შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტი

ედუარდ ჰაკობიანმა ბრიუსელში სომხეთსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განვითარება განიხილა

თურქეთში, სომხეთის საზღვართან, რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

მირზოიანსა და ბაირამოვს შორის ხანმოკლე საუბარი გაიმართა

დუბლინში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

ფაშინიანმა და კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

დუბლინში სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთი ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო პროგრამებს უერთდება: რა შეიცვლება სომხურ სისტემაში

ფაშინიანმა ერდოღანთან შეხვედრა დადებითად შეაფასა