რუბენ რუბინიანმა სომხეთში შვედეთის ელჩი მიიღო
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე რუბენ რუბინიანი 7 ივლისს შეხვდა სომხეთში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პატრიკ სვენსონს, რომელიც ასრულებს თავის დიპლომატიურ მისიას სომხეთში.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული ასამბლეიდან აცნობეს, რომ შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-შვედეთის მჭიდრო თანამშრომლობისა და და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.
რუბენ რუბინიანმა მაღალი შეფასება მისცა ელჩ სვენსონის პირად წვლილსა და ძალისხმევას ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.