სომხეთის პრეზიდენტმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ელჩის რეზიდენციას ეწვია
1 წუთი კითხვის

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვია სომხეთში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ქრისტინა კვინის რეზიდენციას.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა მიულოცა ელჩ ქვინს, აშშ-ის ხელისუფლებასა და ხალხს ეროვნული დღესასწაული და უსურვა მშვიდობა, კეთილდღეობა და შემდგომი წარმატებები.