ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა „ლივერპულის“ თავდამსხმელი დიოგუ ჟოტა
1 წუთი კითხვის

„ლივერპულისა“ და პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი დიოგუ ჟოტა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ იუწყება BBC.
ავარია მოხდა 3 ივლისის დილით. ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა ასევე ფეხბურთელის 26 წლის ძმაც, გზიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, შემთხვევის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი საბურავის დაზიანება იყო․
22 ივნისს გაიმართა დიოგუ ჟოტას ქორწილი.
ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში უთამაშია ინგლისურ „ვულვერჰემპტონში“, პორტუგალიურ „პორტუში“ და ესპანურ „ატლეტიკოში“.
პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში თავდამსხმელმა ჩაატარა 49 მატჩი, გაიტანა 14 გოლი და ორჯერ გახდა ერთა ლიგის გამარჯვებული.