ერდოღანი ჰააგაში ტრამპს შეხვდა
1 წუთი კითხვის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნატოს სამიტის ფარგლებში, რომელიც ჰააგაში მიმდინარეობს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „ანადოლუ“.
პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკება მედიისთვის დახურულ რეჟიმში ჩატარდა։
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს თურქეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები.
შეხვედრაზე ერდოღანმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ინვესტიციების მიმართულებით, დიდი თანამშრომლობის პოტენციალი აქვს.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით თავდაცვითი მრეწველობის სფეროში, ხელს შეუწყობს 100 მილიარდი აშშ დოლარის სავაჭრო ბრუნვის მიზნის მიღწევას.
ერდოღანმა მიესალმა ისრაელსა და ირანს შორის ტრამპის ძალისხმევით მიღწეულ ზავს. მან იმედი გამოთქვა, რომ ზავი მუდმივი გახდება და ხაზი გაუსვა მჭიდრო დიალოგის მნიშვნელობას, რათა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ჰუმანიტარული კატასტროფა ღაზაში და მშვიდობიანად მოგვარდეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი.