სომხეთის პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში თურქეთში ასევე გაემგზავრნენ არარატ მირზოიანი და რუბენ რუბინიანი
1 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს სტამბოლში შეხვედრას გამართავს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.
„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, სომხეთის მთავრობის e-gov.am ვებგვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით თურქეთში გამგზავრებული დელეგაციის სია.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი, ასევე სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი და სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესში სომხეთის სპეციალური წარმომადგენელი რუბენ რუბინიანი.