სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ მიიღო საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ჩამოსული დელეგაცია
1 წუთი კითხვის

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა 19 ივნისს მიიღო საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიას ხელმძღვანელობით ჩამოსული დელეგაცია.
„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული ასამბლეის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა იყო პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონული მოვლენები და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები.