ერევანში გაიმართა სომხეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
1 წუთი კითხვის

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს ოფიციალური ვიზიტი სომხეთში დაიწყო.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროს პირისპირ შეხვედრა.