სომხეთი და კვიპროსი თანამშრომლობის სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანას გეგმავენ

2 წუთი კითხვის

სომხეთმა კვიპროსს თანამშრომლობის დონის სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანა შესთავაზა, ხოლო კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ანიტა დიმიტრიუმ, თავის მხრივ, პოზიტიურად მიუდგა ამ წინადადებას.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა ანიტა დიმიტრიუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიმონიანის თქმით, დიმიტრიუსთან შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა საკითხები.

„ჩვენს მიერ გამოთქმული იყო ინიციატივა თანამშრომლობის დონის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ, და ქალბატონმა დიმიტრიუმ ამ წინადადებას დადებითი რეაქცია მისცა“, – განაცხადა სიმონიანმა.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე.

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ დიმიტრიუ სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და თვალსაჩინო მეგობარია საერთაშორისო პლატფორმებზე.

„იმ საერთაშორისო ტრიბუნებზე, სადაც ჩემი კოლეგა მონაწილეობს, სომხეთს ორი მიკროფონი აქვს, რის გამოც ქალბატონ დიმიტრიუს და ჩვენს მეგობარ კვიპროსს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. სომხეთი ყოველთვის დგას კვიპროსისა და კვიპროსელი ხალხის გვერდით“, – დაარწმუნა სიმონიანმა.

ქართული العربية English فارسی Français Հայերեն Русский 中文

ანაჰიტ მანასიანმა სომხეთში საფრანგეთის ელჩი მიიღო

ევროკავშირი კიევის მხარდაჭერასა და რუსეთზე სანქციების ზეწოლას გაზრდის - კალასი

ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, ევროკავშირი და რეფერენდუმი: რა განიხილეს ფაშინიანმა და პუტინმა

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რუსეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებითა და გაღრმავებით - ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე

შევთანხმდით, რომ გულწრფელ და კონსტრუქციულ საუბარს მოსკოვში ჩემი მომავალი ვიზიტის დროს გავაგრძელებთ - ფაშინიანი პუტინთან შეხვედრის შესახებ

ბიშკეკში ფაშინიანისა და პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ სომხეთში საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ბალანსირებული და დაბალანსების საგარეო პოლიტიკის მიზანი ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება და გაძლიერებაა - ნიკოლ ფაშინიანი

„სკოლაში იმისთვის მოვედი, რომ...“: პირველკლასელთა გულწრფელი პასუხები

სომხეთში TRIPP-ის პროგრამის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი ამოქმედდა