სომხეთის ატომური ელექტროსადგური 60-დღიანი დაგეგმილი რემონტის მიზნით შეაჩერებს მუშაობას
1 წუთი კითხვის

სომხეთის ატომური ელექტროსადგური 15 მაისის შუაღამიდან 60-დღიანი გეგმური რემონტის მიზნით დროებით შეაჩერებს მუშაობას.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ წერს „Sputnik Armenia“, სადგურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, მოვსეს ვარდანიანის განცხადებაზე დაყრდნობით, რომელიც მან სომხეთში რუსეთის ელჩ სერგეი კოპირკინის ვიზიტის დროს გააკეთა.
„სადგური არ იმუშავებს სტანდარტულ ვადაზე 15 დღით მეტხანს, რადგან მიმდინარე რემონტთან ერთად დაგეგმილია ტურბინის საამქროს ავტომატური სისტემების, გენერატორების და ტრანსფორმატორების დაცვის სისტემების შეცვლა. გარდა ამისა, ჩანაცვლდება დაბალი ძაბვის (6 და 0.4 კვ) ავარიული გათიშვის სისტემა“, – განაცხადა ვარდანიანმა.