ივნისის 5-7-ს ერევანში გაიმართება საქართველოს კულტურის დღეები
2 წუთი კითხვის

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ 2025 წლის 5-7 ივნისს ერევანში გაიმართება საქართველოს კულტურის დღეები და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის მომავალი წლის თბილისში დაგეგმილ სომხეთის კულტურის დღეებს.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში.
„მოხარული ვარ, რომ ამ წლის 5-7 ივნისს ერევანში ჩატარდება საქართველოს კულტურის დღეები. მოუთმენლად ველით მომავალ წელს თბილისში გასამართ სომხეთის კულტურის დღეებს, რომელიც კვლავ წარმოაჩენს სომხური კულტურის მდიდარ მემკვიდრეობას, ტრადიციებსა და თანამედროვე მიღწევებს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ყაველაშვილის შეფასებით, ორი ქვეყნის უნიკალური ტრადიციების და ისტორიისადმი პატივისცემა და დაფასება არის იმ ძირითადი ღირებულებები, რომლებიც აერთიანებს სომეხ და ქართველ ხალხებს. „სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობის და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა არის ჩვენი ქვეყნების უმთავრესი პრიორიტეტები“.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სომხურ-ქართული მისაბაძი და მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ორივე ქვეყანას მყარ საფუძველს აძლევს არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის.