ერევანში სომხეთისა და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანისა და სლოვენიის ვიცე-პრემიერის, საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრ ტანია ფაიონის შეხვედრა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განაცხადა.
შეხვედრის შემდეგ მინისტრები პრესკონფერენციით გამოვლენ.
ტანია ფაიონი სომხეთს ორდღიანი ვიზიტით 15 აპრილს ეწვია. იმავე დღეს ის შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.