აზერბაიჯანი დეზინფორმაციის გავრცელებას აგრძელებს: სომხეთის თავდაცვის სამინისტრო
1 წუთი კითხვის

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა 9 აპრილს, დაახლოებით 23:50 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლი გახსნეს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის მონაკვეთზე მდებარე აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით, არ შეესაბამება სიმართლეს.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა წარადგინა წინადადება, შეიქმნას სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევებისა და/ან ამასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოძიებისთვის, რაზეც აზერბაიჯანი ამ დრომდე არ გამოხმაურებულა․
„სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატის პოზიციის შესაბამისად, მზად არის გამოიძიოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების დამადასტურებელი ფაქტები, იმ შემთხვევაში, თუკი ეს ინფორმაცია სომხურ მხარეს გადაეცემა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.