ნიკოლ ფაშინიანმა ჩან თან მანთან შეხვედრისას ვიეტნამთან მეგობრული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა აღნიშნა
2 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მყოფ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ჩან თან მანის ხელმძღვანელობით დელეგაციას უმასპინძლა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ჩან თან მანი სომხეთში მიესალმა და ვიეტნამთან მეგობრული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა აღნიშნა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტები ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოებისადმი ორმხრივ დაინტერესებას ადასტურებს, რაც პოზიტიური და მისასალმებელი პროცესია.
ჩან თან მანმა, თავის მხრივ, თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ სომხეთში ვიზიტის მიზანია სომხეთ-ვიეტნამის მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცება და გაღრმავება.
შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მიზნით კონკრეტული ღონისძიებებისა და ნაბიჯების შემუშავების აუცილებლობა ხაზგასმით აღნიშნეს.
მოსაუბრეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას, რაც დამატებითი სტიმული იქნება ორმხრივი კავშირების განვითარებისთვის.
ნიკოლ ფაშინიანმა და ჩან თან მანმა აზრები გაცვალეს რეგიონული მნიშვნელობის რამდენიმე საკითხზეც.