სომხეთ-ნიდერლანდების ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის: გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია
1 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა სომხეთსა და ნიდერლანდებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
მირზოიანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ და უფრო ვალდებულებიან დონეზე აყენებს, რაც მრავალმხრივ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
„ეს არ არის უბრალოდ მორიგი ვიზიტი ჩვენი ურთიერთობების განვითარების გზაზე. დღეს ჩვენ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავდივართ, რაც ახლახან დაადასტურა სომხეთსა და ნიდერლანდებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერამ. ეს არის ახალი ეტაპი, რომელიც ერთდროულად სიმბოლურიცაა და ვალდებულებასაც მოითხოვს. ამიტომ, ვულოცავ ყველას ამ ეტაპის მიღწევას“, – განაცხადა მირზოიანმა.