სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ლუქსემბურგელ კოლეგასთან ერთად განიხილა სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხები

2 წუთი კითხვის

ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში მყოფი სომხეთის ერობნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ესტუმრა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს წარმომადგენელთა პალატას და შეხვდა მის თავმჯდომარეს კლოდ ვიზლერს.

„არმენპრესის“ ინფორმაციით,  სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა იუწყება, რომ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის როლი სომხეთსა და ლუქსემბურგს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დინამიური განვითარებისთვის. მხარეებმა მნიშვნელოვანი უწოდეს მისი შემდგომ გაღრმავებას, რათა ორმხრივ მტკიცე პოლიტიკურ ურთიერთობებს ახალი დინამიკა მიეცეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სომხეთსა და ევროკავშირის პარტნიორობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს. ალენ სიმონიანმა ხაზი გაუსვა სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის ოფიციალურ დაწყებას და მიესალმა ევროკავშირის საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებას სომხეთში სამოქალაქო მისიის მანდატის კიდევ ორი წლით გაგრძელების შესახებ.

კლოდ ვიზლერმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ლუქსემბურგი მხარს უჭერს სომხეთის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს და მზადაა ხელი შეუწყოს ამ პროცესს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამშვიდობო ხელშეკრულება, რეგიონული მოვლენები და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები.

 
 

 

 

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe

განმარტება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის გაქცევისა და დაკავების ფაქტზე - შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტი

ედუარდ ჰაკობიანმა ბრიუსელში სომხეთსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განვითარება განიხილა

თურქეთში, სომხეთის საზღვართან, რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

მირზოიანსა და ბაირამოვს შორის ხანმოკლე საუბარი გაიმართა

დუბლინში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

ფაშინიანმა და კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

დუბლინში სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთი ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო პროგრამებს უერთდება: რა შეიცვლება სომხურ სისტემაში

ფაშინიანმა ერდოღანთან შეხვედრა დადებითად შეაფასა