სომხეთის ეროვნული ასამბლეის „სამოქალაქო შეთანხმების“ ფრაქციის დეპუტატი, არუსიაკ ჯულჰაკიანი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, არუსიაკ ჯულჰაკიანმა ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ამირჩიეს. რამდენიმე წუთის წინ ესსა-მა ჩემი კანდიდატურა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დაადასტურა. მადლობას ვუხდი ესსა-ში სომხეთის დელეგაციას ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის“, – დაწერა ჯულჰაკიანმა.