სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 31 იანვარს პრესკონფერენციას გამართავს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანმა „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ პრესკონფერენციაზე მიწვეულნი იქნებიან სომხეთის მთავრობაში აკრედიტებული ჟურნალისტები.
პრესკონფერენცია 12:00 საათზე დაიწყება.