საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადების მიუხედავად, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია სომხეთს კვლავ განიხილავს თავის მოკავშირედ.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია განაგრძობს სომხეთის განხილვას, როგორც თავის მოკავშირეს, მიუხედავად სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებისა, რომლის მიხედვითაც, 2025 წელს დაბალია ალბათობა, რომ სომხეთის ორგანიზაციაში საქმიანობის შეჩერების საფუძვლები მოიხსნება.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ТАСС-თან საუბარში განაცხადა კუხო-ს წყარომ.
„კუხო-ს სამდივნო ინფორმირებულია სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ამ განცხადების შესახებ. თუმცა, ჩვენ სომხეთს კვლავ განვიხილავთ, როგორც ჩვენს მოკავშირეს და ვაგრძელებთ თანამშრომლობას ერევანთან სამუშაო რეჟიმში“, – განაცხადეს კუხო-დან.
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 23 იანვარს გამოაქვეყნა 2025 წლის ანგარიში სომხეთის საგარეო რისკების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაბალია ალბათობა, მოიხსნას ის საფუძვლები, რის გამოც სომხეთმა კუხო-ს მუშაობაში მონაწილეობა შეაჩერა.