კუხო-მ მხარი დაუჭირა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირებას
2 წუთი კითხვის

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის შეთანხმების გაფორმებას. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, რუსეთის სააგენტო TASS-ზე დაყრდნობით, ამის შესახებ ნათქვამია ბიშკეკში გამართულ კუხო-ს სამიტზე მიღებულ საბოლოო დეკლარაციაში.
„კმაყოფილებით აღვნიშნავთ სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის ინტენსიურ სახელმწიფოებრივ დიალოგს. მხარს ვუჭერთ კონფლიქტის სრულმასშტაბიან დარეგულირებას და მხარეთა შორის უპირობო მშვიდობის შეთანხმების რაც შეიძლება მალე გაფორმებას“, - აღნიშნულია დეკლარაციაში․
კუხო-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა 27 ნოემბერს ბიშკეკში, რომელსაც ესწრებოდნენ რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტები.
სხდომის შედეგების მიხედვით, კუხო-ს ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ასახავს წევრი სახელმწიფოების ერთობლივ მიდგომებს საერთაშორისო და რეგიონულ დღის წესრიგთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე. ასევე ხელმოწერილი იქნა განცხადება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
სომხეთი არ მონაწილეობდა ბიშკეკის სამიტში.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, 2024 წლის თებერვალში განაცხადა, რომ სომხეთმა პრაქტიკულად შეაჩერა თავისი მონაწილეობა კუხო-ში. იმ დროიდან სომხეთი აღარ მონაწილეობს კუხო-ს ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში და არ იხდის წევრობის საფასურს. მიზეზი კუხო-ს შეუსაბამო რეაგირება აზერბაიჯანის მხრიდან 2021-2023 წლებში განხორციელებულ თავდასხმებზე სომხეთის წინააღმდეგ.