სომხეთის ეროვნული ასამბლეის კომისია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების პროექტს განიხილავს
4 წუთი კითხვის
სომხეთის ეროვნული ასამბლეის ევროპული ინტეგრაციის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიაში მიმდინარეობს „ევროპის კავშირში სომხეთის რესპუბლიკის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. კანონპროექტი არის სამოქალაქო ინიციატივის შედეგი.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, კანონპროექტის მთავარი მომხსენებელი და ინიციატორი ჯგუფის უფლებამოსილი წარმომადგენელი არტაკ ზაინალიანი აცხადებს, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული შესაძლებლობის გამოყენებით შეიქმნა ინიციატორი ჯგუფი, რომელმაც წარადგინა კანონპროექტი სამოქალაქო ინიციატივის სახით.
„52 ადამიანმა ჩამოაყალიბა ინიციატორი ჯგუფი, რომელიც ნოტარიუსის მიერ იქნა დამტკიცებული. ამ ჯგუფმა კანონით განსაზღვრულ ვადაში მოაგროვა 60 ათასი ხელმოწერა „ევროპის კავშირში სომხეთის რესპუბლიკის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა ზაინალიანმა და დასძინა, რომ სომხეთი, გამოხატავს რა ხალხის ნებას, მიზნად ისახავს ქვეყანა გახდეს უსაფრთხო, სტაბილური და კეთილდღეობიანი და აცხადებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას.
მისი თქმით, დაახლოებით 50 დღის განმავლობაში, რაც კანონით გათვალისწინებული ვადის ნახევარია, სომხეთის თემების დაახლოებით მეოთხედიდან შეგროვდა 60 ათასი ხელმოწერა, რაც დამტკიცდა სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ და კანონპროექტი გადაიქცა საკანონმდებლო ინიციატივად.
კანონპროექტის მიღების მოტივაციის წარდგენისას არტაკ ზაინალიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის მიზანია სომეხი ხალხის, მათი ამჟამინდელი ხელისუფლების ნებისა და გადაწყვეტილების დაფიქსირება მიეკუთვნოს პროგრესული, ცივილიზებული და განვითარებული კაცობრიობის ოჯახს.
„კანონი აცხადებს ინიციატორებისა და სომხეთის რესპუბლიკის სურვილს, დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც განსაზღვრავს სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების მიმართულებას და მასშტაბს. შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში კანონი, მისი მიღების ფორმა და მეთოდი გააძლიერებს სომხეთის სტაბილურობას და გამძლეობას“, – განაცხადა ზაინალიანმა.
მისი შეფასებით, კანონის მიღება დემოკრატიას, მოქალაქეების სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობასა და მისი განხორციელებას, სამართლის უზენაესობას გახდის შეუქცევადს და აღადგენს ნდობას სახელმწიფოს პოლიტიკის პროგნოზირებადობის მიმართ.
„ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის მიღება ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას, ძალთა ბალანსის აღდგენის გზით სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობების ზრდას, ხელს შეუწყობს სომხეთის ეროვნულ არმიას, მოერგოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების არმიების თანამედროვე სტანდარტებს, ასევე ადამიანის უფლებების დაცვას, ეკონომიკური უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას, არსებული მონოპოლიების აღმოფხვრას და ეკონომიკის დივერსიფიკაციას“, – აღნიშნა ზაინალიანმა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება უზრუნველყოფს ინოვაციური ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას, ინვესტიციების ზრდას, ლოგისტიკური კავშირების გაფართოებას, სომხური პროდუქციის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობების გაძლიერებას, შიდა ჰარმონიის განმტკიცებას და ქვეყნის განვითარების პერსპექტივების გაძლიერებას.
სომხეთის მთავრობამ 9 იანვარს დაამტკიცა „ევროპის კავშირში სომხეთის რესპუბლიკის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი.