ჩვენ მშვიდობას არ ვითხოვთ, არამედ ყველა საკითხზე მშვიდობიან გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ: არმენ გრიგორიანი

1 წუთი კითხვის

სომხეთის ხელისუფლება მშვიდობას არ ითხოვს, არამედ აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების ყველა საკითხზე მშვიდობიან გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების ყველა საკითხზე სომხეთმა უკვე შესთავაზა გადაწყვეტილებები. ერთ-ერთი მაგალითი არის რეგიონალური კომუნიკაციების განბლოკვის თემა, და სომხეთმა წარადგინა „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რაც ჩვენი ხედვაა რეგიონში განბლოკვის შესახებ. გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ გადაწყვეტილებებს ყველა საკითხზე როგორც მშვიდობის ხელშეკრულებაზე, ასევე საზღვრების დელიმიტაცისა და სხვა დარჩენილ საკითხებზე. ჩვენ ამ მიმართულებით ვმოძრაობთ. მშვიდობის დღის წესრიგი კვლავ რჩება ჩვენს პრიორიტეტად“, - განაცხადა გრიგორიანმა, „არმენპრესის“ ინფორმაციით.

რაც შეეხება მშვიდობის ხელშეკრულების პროექტის შეუთანხმებელ პუნქტებს, გრიგორიანმა აღნიშნა, რომ სომხეთმა მათთან დაკავშირებით წინადადებები უკვე გაგზავნა და ელოდება ბაქოს პასუხს.

ქართული English فارسی Հայերեն Русский Türkçe 中文

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე

COP17: „ლიდერები ბუნებისათვის“ სამიტის გახსნის ცერემონია

COP17: იწყება ლიდერთა სამიტი

გაიმართა COP17-ის ფარგლებში მიმდინარე ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ჩავიდა

COP17: დახვედრის საზეიმო ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა სომხეთში

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს