პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თავისი ვიზიტის დღის წესრიგი წარადგინა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, პარლამენტში მთავრობის შეკითხვებისა და პასუხების სესიის დროს ფაშინიანმა განაცხადა, რომ დავოსში იგი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიებში, ასევე შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო პარტნიორებთან.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ძირითადი განხილვის თემები იქნება სომხეთისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.
პრემიერ-მინისტრს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა შვეიცარიაში მცხოვრებ სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან.
„ალბათ, შეხვედრა შვეიცარიაში მცხოვრებ სომხური თემის წარმომადგენლებთანაც მექნება, თუმცა ეს ჯერ კიდევ დასადასტურებელია“, – აღნიშნა მან.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 23 იანვარს გაემგზავრება დავოსში, რათა მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში.