ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
1 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთის ქალაქ ბოლუში მომხდარი ტრაგიკული ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ ფაშინიანმა X-ის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
„ბოლუს სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგედია შოკისმომგვრელია. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და ხანძრის შედეგად დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.
მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გამოხატა მწუხარება თურქეთის ქალაქ ბოლუში მომხდარი ტრაგიკული ხანძრის გამო.
ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა. იდენტიფიცირებულია 52 გარდაცვლილი, რომელთა შორის 45-ის ცხედარი გადაცემულია ოჯახის წევრებს.
The tragedy at the ski resort in #Bolu is shocking. My condolences to the victims' families։
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) January 22, 2025
I wish a speedy recovery for the injured.