სამუშაო ვიზიტით 20 იანვარს თეირანში მყოფი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველს, საგარეო ურთიერთობათა სტრატეგიული საბჭოს ხელმძღვანელს კამალ ხარაზის შეხვდა.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დღის წესრიგზე ისაუბრეს და სომხეთ-ირანის თანამშრომლობა მაღალი შეფასება მისცეს, ხაზგასმით აღნიშნეს ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ირანის პრინციპულ პოზიციაზე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის უპირობო პატივისცემის აუცილებლობის საკითხში. ასევე კმაყოფილებით აღინიშნა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაგრძელებული განვითარება.
ვაჰან კოსტანიანმა კამალ ხარაზის წარუდგინა სომხეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები და რეგიონში ბოლო მოვლენების დეტალები. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ირანთან და რეგიონულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაგრძელებულ გაღრმავებას.