ერევანი, 12 დეკემბერი, არმენპრესი. დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების (C-check) შეფერხების გამო, Armenian Airlines-ის თვითმფრინავის ფრენების განახლების ვადები შეიცვალა. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ავიაკომპანია იუწყება.
ავიაკომპანია გაუქმებული ფრენების მგზავრებს სთავაზობს ბილეთის სრული თანხის ანაზღაურებას ან ფრენის თარიღის შეცვლას.
თანხის დასაბრუნებლად საჭიროა ბილეთის შეძენის ადგილას ან ორგანიზაციაში მიმართვა.
ფრენის თარიღის შეცვლისა და სხვა ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ წერილი გაგზავნოთ მისამართზე [email protected], თან დაურთოთ ავიაბილეთი და მიუთითოთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
„ავიაკომპანია მუშაობს ფრენების რაც შეიძლება მალე აღდგენის მიმართულებით და ვარაუდობს, რომ განრიგი მომავალ კვირას აღდგება,“ - აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.