სომხეთმა პროტესტის ნოტა გაუგზავნა რუსეთს
1 წუთი კითხვის

სომხეთში რუსეთის ფედერაციის ელჩი დაიბარეს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში და მას პროტესტის ნოტა გადასცეს. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„2025 წლის 12 იანვარს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გადაცემულ „კვირის ამბების“ პროგრამასთან დაკავშირებით, სადაც გაჟღერდა ხელოვნურად გენერირებული განცხადებები სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, 15 იანვარს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს სომხეთში რუსეთის ფედერაციის ელჩი სერგეი კოპირკინი.
შეხვედრის დროს ელჩს გადაეცა შესაბამისი პროტესტის ნოტა“, – ნათქვამია განცხადებაში.