მირზოიანმა მიულოცა საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი და მაღალი შეფასება მისცა ყოფილ მინისტრთან თანამშრომლობას

1 წუთი კითხვის

ერევანი, 25 ნოემბერი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და ყოფილ კოლეგასთან თანამშრომლობა მაღალი შეფასება მისცა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ არარატ მირზოიანმა X-ის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.

„გილოცავთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას. ჩვენ ველით მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების, საერთო მიზნების პროგრესისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნა მირზოიანმა საქართველოს ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრისადმი მილოცვაში.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე მაღალი შეფასება მისცა ყოფილი ქართველი კოლეგას, ილია დარჩიაშვილის, სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩართულობისთვის, მათ შორის, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერისთვის, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და უსაფრთხო და მშვიდობიანი რეგიონის შექმნის ინტერესზე. მირზოიანმა თავის ჩანაწერში დარჩიაშვილს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ქართული العربية English Español Français Հայերեն Русский 中文

ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს არ უნდა შეუერთდეს

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში გაემგზავრა

COP17-ის მწვანე ზონა ფართო საზოგადოებას მრავალშინაარსიანი პლატფორმებითა და ღონისძიებებით წარუდგება

მიღწეულია შეთანხმება მატერიალური რეზერვისა და მზადყოფნის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე: შს მინისტრი გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენელს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი 2 წლის ვადით COP17-ის პრეზიდენტად აირჩიეს

ამულსარის საბადოს ექსპლუატაციას გარემოზე ძალიან მცირე ზეგავლენა ექნება: გევორგ პაპოიანი

სომხეთი პოზიციონირებს, როგორც საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიებების მასპინძელი ქვეყანა: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე

COP17-ის გახსნის საზეიმო ცერემონია: პირდაპირი