ერევანი, 19 ნოემბერი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის დასრულების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები გააცნო და ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
„არარატ მირზოიანმა და ანალენა ბერბოკმა რეგიონული საკითხების ირგვლივ აზრები გაცვალეს. სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფის კონტექსტში ყურადღება დაეთმო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პროცესს. მინისტრმა მირზოიანმა პროცესში უკანასკნელი განვითარებები წარმოადგინა, მათ შორის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის დასრულების სამუშაოები და ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობა ხაზი გაუსვა. სომხეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა რეგიონალური კომუნიკაციების განბლოკვის საკითხში სომხეთის კონსტრუქციული მიდგომა აღნიშნა, როგორც მშვიდობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ასევე ეკონომიკური კავშირების ფართო გეოგრაფიის გაღრმავების წახალისება“, - აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, „არმენპრესის“ ცნობით.
არარატ მირზოიანმა და ანალენა ბერბოკმა განიხილეს სომხეთსა და გერმანიას შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, ამ მიმართულებით გადადგმული უწყვეტი ნაბიჯები, რომლებიც დემოკრატიულ ფასეულობებზე, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ურთიერთ ინტერესზეა დაფუძნებული. ხაზგასმით აღინიშნა ახლანდელი ვითარების პირობებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და აქტუალურ სფეროებში პარტნიორობის მნიშვნელობა.
„ქალბატონო მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო, მივესალმები თქვენ ერევანში. ყოველთვის მოხარული ვარ თქვენი ხილვით, რათა განვიხილოთ მსოფლიო დღის წესრიგისა და ჩვენი რეგიონის საკითხები, ასევე ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან, სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა და ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება. არსებობს მრავალი ინსტრუმენტი, მექანიზმი და დოკუმენტი, რომლებიც განიხილება სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ფარგლებში და აქ თქვენი წვლილი ძალზე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა არარატ მირზოიანმა.
სომხეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დეტალურად განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის დღის წესრიგის საკითხთა ფართო სპექტრი, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებზე, მიმდინარე პროგრამებზე და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. მინისტრმა მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი საკმაოდ ამბიციურია, რაც თანამშრომლობის გამოცდილებასა და შემდგომი განვითარების ხედვაზეა დაფუძნებული.
განხილული იქნა მრავალმხრივი პლატფორმებზე თანამშრომლობა.
19 ნოემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბურბოკის ერევანში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან.