ერევანი, 13 ნოემბერი, არმენპრესი. ურუგვაის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტმა ანა ოლივერამ, ურუგვაის ყოფილმა პრეზიდენტებმა ხულიო მარია სანგინეტიმ და ლუის ალბერტო ლაკაჟე ერერამ, 45 დეპუტატმა და 4 სენატორმა აზერბაიჯანს მოუწოდეს გაათავისუფლონ ყველა სომეხი სამხედრო ტყვე და მძევალი.
„არმენპრესის“ ცნობით, როგორაც აცნობეს სომეთის საელჩოს ურუგვაიში, ურუგვაიელმა პოლიტიკოსებმა განცხადება გაავრცელეს.
„ჩვენ მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში პროგრესს და ხაზს ვუსვამთ ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, საერთაშორისო კარნახით აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ასევე ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას.
ამ კონტექსტში ვთხოვთ აზერბაიჯანს, გაეროს კლიმატის ცვლილების ყოველწლიური პრესტიჟული შეხვედრის – COP29-ის მასპინძელ ქვეყანას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სომეხი სამხედრო ტყვე და მძევალი, რითაც გააძლიეროს ნდობა ორ მხარეს შორის შერიგების ამ ისტორიულ მომენტში“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.