ერევანი, 1 ნოემბერი, არმენპრესი. „სომხური ავიახაზები“ 26 დეკემბრიდან 12 იანვრამდე პირდაპირ რეისებს განახორციელებს ბათუმში.
ფრენის ხანგრძლივობა 1 საათი და 5 წუთია.
„არმენპრესის“ ცნობით, „სომხური ავიახაზები“ ასევე იტყობინება, რომ მოსკოვიდან მგზავრებს შეუძლიათ მარტივად ჩააღწიონ ბათუმში კომფორტული, ტრანზიტული რეისებით ერევნის გავლით, „შერემეტიევოს“ საერთაშორისო აეროპორტიდან.
„რეისების დაწყება ასევე კარგი შესაძლებლობაა საქართველოს ტურისტებისთვის, დღესასწაულები ერევანში გაატარონ“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.